თურქეთში მანქანა ბომბზე აფეთქდა – 7 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

თურქეთში მანქანა ბომბზე აფეთქდა - 7 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდათურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 7 და დაშავებულია 10 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ავტომობილმა, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები გადაჰყავდა, გზაზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა და აფეთქდა.

რეგიონის გუბერნატორის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა დაამონტაჟეს.