ზემო ფონიჭალაში მანქანა კლდიდან გადავარდა – დაშავებულია 1 ქალი

ზემო ფონიჭალაში მანქანა კლდიდან გადავარდა - დაშავებულია 1 ქალიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემო ფონიჭალაში. თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტომობილი კლდიდან გადმოვარდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მძღოლმა მობრუნების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი მსუბუქად დაშავდა. ის მკურნალობას სახლში გადის.

მომხდარზე გამოძიება პოლიციამ 276-მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მანქანა ამ დრომდე კლდიდან ამოყვანილი არ არის.