აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე – ჩამოინგრა მე-5 სართული – არიან დაშავებულები

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე - ჩამოინგრა მე-5 სართული - არიან დაშავებულებირამდენიმე წუთის წინ, თბილისში, თევდორე მღვდლის 38 ნომერში აფეთქება მოხდა. “ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მოხდა.

გადმონგრეულია შენობის მეხუთე სართული.

წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნიუპოსტს” აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოები ამ წუთებშიც ტარდება.