წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
ერთი დაშავებული ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული, მეორე კი წნორის კლინიკაში. მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
“კურიერის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელის” ტიპის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.
მამაკაცს, რომელიც წნორის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული, თავის და გულმკერდის დაბეჟილობები, ასევე მეორე ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება. ექიმის თქმით,მისი მდგომარეობა სტაბილირად მძიემა და უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომელიც ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ცნობით, მას წელის არეში დაბეჟილობები აქვს.
ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

