ბრიტანელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი კიბოს ებრძვის, ამის შესახებ The Guardian წერს.
მომღერლის მდგომარეობა ქირურგიული ჩარევის შემდეგ გართულდა. გამოცემასთან საუბარში მომღერალი ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ ორგანიზმში ინფექცია შეეჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. გამოცემის ცნობით, 72 წლის მუსიკოსს პროსტატის კიბოს დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს. მან ქიმიოთერაპიას ოპერაცია არჩია. ამჯერად ის ლონდონის კლინიკაში 11 დღე იწვა.
„ეს დღეები სულ ვფიქრობდი კიდევ რამდენი დამრჩა. ერთი ღამე გავათენე და ვლოცულობდი, ღმერთო არ მომკლა, კიდევ მომეცი დრო, რომ ჩემი შვილები ვნახო,“ -ამბობს მომღერალი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ.
ელტონ ჯონმა ყველა გასტროლი გადადო და დროს ოჯახთან და ორ შვილთან ერთად ატარებს. მუსიკოსი ამბობს, რომ ავადმყოფობის დროს მიხვდა, თუ როგორ უყვარს სიცოცხლე. მისი თქმით, მუსიკა უმნიშვნელოვანესია მის ცხოვრებაში, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია საუბრები შვილთან ფეხბურთზე.