ლონ ანჯელეს გალაქსის ვეტერანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ ის ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს. უფრო მეტიც, ზლატანის აზრით მას შეუძლია ევროპაში დაბრუნება და მაღალ დონეზე თამაში:
”როდესაც მოედანზე ვარ თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ და ვხვდები რომ კიდევ ბევრი რამ შემიძლია. ევროპაში დაბრუნებაზე სერიოზულად ვფიქრობ და თუ კარგი წინადადება მექნება, აუცილებლად დავბრუნდები”. იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია რომ ზლატანის შეძენა ინტერს სურს.

