ინტერი რაკიტიჩში 40 მილიონს იხდის

ინტერი რაკიტიჩში 40 მილიონს იხდისმილანის ინტერი მზად არის ბარსელონას ხორვატ ნახევარმცველში ივან რაკიტიჩში 40 მილიონი გადაიხადოს. ეს თანხა სავარაუდოდ საკმარისი არ იქნება, რადგან ბარსელონა რაკიტიჩის გაყიდვას 60 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

რაკიტიჩი ბარსელონაში გაჩერებას არ აპირებს, რადგან ფრენკი დე იონგის მოსვლის შემდეგ მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა და ხორვატი ნახევარმცველი ამის გამო უკმაყოფილოა. ერთ-ერთ ინტერვიუში ივანმა განაცხადა რომ მას თამაში სურს და არა ბარსელონას ქუჩებში სეირნობა და პლაჟზე ზაგრის მიღება.