ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ალისონ ბეკერზე ისაუბრა და თქვა რომ ბრაზილიელი მეკარე მოედანს მალე დაუბრუნდება. კლოპის აზრით ალისონმა დაბრუნება არ უნდა იჩქაროს და ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს:
”ჩვენ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ალისონის თამაში ლივერპულისთვის, მაგრამ მან არ უნდა იჩქაროს. ადრიანი მას კარგად ცვლის და ჩვენ კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ ალისონი ოქტომბრის შუა რიცხვებში მანჩესტერ იუნაიტედთან დაბრუნდება”.

