ლივერპულმა და არსენალმა ინგლისის ლიგის თასზე ნამდვილი ტრილერი გამართეს და მათი შეხვედრა 5:5 დასრულდა. მატჩის შემდეგ პენალტებში კი ლივერპულმა იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ლივერპული მეორე შემადგენლობით იყო და იურგენ კლოპმა თავისი აღფრთოვანება არ დამალა ახალგაზრდა ფეხბურთელებით:
”ისინი ნამდვილი გმირები არიან. მე აღფრთოვანებული ვარ მათი თამაშით და დარწმუნებული ვარ მომავალში ამ ფეხბურთელებს ისევ ვიხილავთ. არსენალმაც კარგად ითამაშა, უბრალოდ იღბალი ჩვენს მხარეს იყო”.

