კახა კოჟორიძე – “ხაჭაპური ვოლსკიმ რომ გამოაცხოს, წინააღმდეგი არ ვიქნები”

კახა კოჟორიძე - "ხაჭაპური ვოლსკიმ რომ გამოაცხოს, წინააღმდეგი არ ვიქნები"მამუკა ხაზარაძის გამონათქვამს მაია ცქიტიშვილის ხაჭაპურის მცხობელობაზე კახა კოჟორიძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

ხაჭაპურზე ვერ დავწერე გუშინ.

1. პირადად მე ეს არ აღმიქვამს სექსისტურ კომენტარად. ჩემთვის ეს იყო იმაზე ხაზგასმა, რომ პროფესიონალიზმი სახელმწიფო მართვაში არის გადამწყვეტი. პური მეპურემ! მამუკა ხაზარაძე ამას ყოველთვის ხაზს უსვამს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მეც და სხვა ადამიანებიც შევუერთდით მის მიერ დაწყებულ მოძრაობას.
2. ტოვებდა თუ არა ეს კომენტარი იმის შესაძლებლობას, რომ აღქმული ყოფილიყო, როგორც სექსისტური? პასუხი: ვინც კარგად არ იცნობს ხაზარაძეს, კი, მისთვის ტოვებდა.
3. ამიტომ მისასალმებელია საზოგადოების იმ ნაწილის კრიტიციზმი, რომელმაც საქმიანად დააფიქსირა მისი პოზიცია. მათ მადლობა.
4. მამუკა ხაზარაძეს ქალის ადგილად კუხნა მიაჩნია?! 🙂🙂 ამ კითხვაზე ყველაზე კარგ პასუხს ფაქტები სცემენ: ამ კითხვას უსვამენ კაცს, რომლის საქმიანობის სხვადასხვა ასპარეზზე გუნდის წევრების უმრავლესობა არის ქალი; რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის მთავარი ინსპირატორი იყო მაკო გომური; რომელმაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გუნდის პირველ წევრად დაასახელა ქალი (ანა ნაცვლიშვილი)…
5. რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა, იქნებ წუმპეში ჩაფლული სასამართლო სისტემაც დაინახოს. ზურაბიშვილზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველას ყველაფერი აქვს უკვე ნათქვამი. ხაჭაპურს რაც შეეხება, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვოლსკიმ გამოაცხოს 🙂✌️”