კახეთის გზატკეცილზე მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა - მძღოლი დაიღუპაკახეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი – მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.