კინოთეატრ “აპოლოში“ მდიდრებს და ღარიბებს ცალ-ცალკე შესასვლელი ექნებათ

კინოთეატრ “აპოლოში“ მდიდრებს და ღარიბებს ცალ-ცალკე შესასვლელი ექნებათკინოთეატრ “აპოლო”-ს სარეკონსტრუქციო სამუშაოების არქიტექტორის განცხადებამ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა. არქიტექტორმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა  “რეალურ სივრცეში” სტუმრობისას,  საზოგადოებას წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც დარბაზში განთავსდება ორი იარუსი, პირველი სართული მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ფენისთვის, სადაც მეტი პრივილეგია იქნება, ხოლო მეორე სართული დაბალშემოსავლიანი მაყურებლისთვის. არქიტექტორის ამ კონცეფციას არ დაეთანხმა არც გადაცემის წამყვანი და არც დარბაზში მსხდომი სტუმრების უმეტესობა.

არქიტექტორმა მაგალითად მოიყვანა ლა სკალას შენობა, რომელსაც აქვს ორი შესასვლელი: მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ხალხისთვის.

მათი თქმით, 21-ე საუკუნეში ადამიანების დაყოფა სოციალურ ფენებად, მიუღებელია.

შეგახსენებთ, კინოთეატრი “აპოლო” ერთ-ერთი ძველი შენობაა თბილისში, სადაც ბოლო კინოჩვენება 30 წლის წინ შედგა.