მარჯანიშვილზე დაცვის პოლიციის ეკიპაჟი პატარა ბიჭს დაეჯახა

მარჯანიშვილზე დაცვის პოლიციის ეკიპაჟი პატარა ბიჭს დაეჯახათბილისში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბიჭი დაშავდა.

შემთხვევა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვან ბიჭს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. დაზარალებულს არსებული ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

რუსთავი 2