გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებული სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებული მკურნალობს, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მივიდა და პირველი კომენტარი გააკეთა.
“სოსოს ახლობლები მოვინახულე და როგორც ვიცი დაზარალებულების უმეტესი ნაწილი გაწერილია სახლში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავამკაცრეთ კანონი. მოწმდება გაზის მოწყობილობები და აუცილებლად ხდება კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების ჩაჭრა, მაგრამ მოსახლეობამაც უნდა შეგვიწყოს ხელი, რომ მოხდეს აღნიშნული შემთხვევების პრევენცია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირეზე დღეს დილით დაახლოებით 08:06 საათზე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით დაშავებულია 4 ადამიანი.
ნიუპოსტი

