ცნობილი ტელეწამყვანი, ტვ “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, თბილისის მერის მიერ დედაქალაქში, ახალი, სატრანსპორტო რეგულაციების დაწყებას დასცინის და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტოსურათს დებს, რომელზედაც ტროლეიბუსით გადაადგილებაა ასახული და წერს:
“კახი, გენაცვალე, შენ მაშინ პატარა იყავი, არ გეხსომება. 90–იანებშიც ვახერხებდით როგორღაც გადაადგილებას. შენგან რამე ხეირს აღარ ველით და “რუჩკები“ მაინც დაგვიყენე ავტობუსებზე გარედან. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ, გამოცდილი ხალხი ვართ”-წერს ჯანგირაშვილი.