სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ნოდარ მელაძე უწყებაში 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე“, – აცხადებენ პროკურატურაში.
სავარაუდოდ, ამ ინფორმაციის საპასუხოდ, ნოდარ მელაძემ ფეისბუქში რამდენიმე წუთის წინ თავისი ფოტო დადო, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.