ფოთი-თბილისის მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა – ბავშვი მართვით სუნთქვაზეა

ფოთი-თბილისის მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა - ბავშვი მართვით სუნთქვაზეაფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა.

მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც ინტერპრესნიუსს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისთვის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.