რუსეთში ჯარისკაცმა 8 სამხედრო მოკლა

რუსეთში ჯარისკაცმა 8 სამხედრო მოკლარუსეთში, ტრანსბაიკალის რეგიონში, ჯარისკაცმა სამხედრო ნაწილში ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 8 და დაჭრილია 2 ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:20 საათზე მოხდა.

გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცი უკვე დაკავებულია. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ნერვული პრობლემები ჰქონდა.