რუსეთში კაშხალი ჩამოინგრა – 15 ადამიანი დაიღუპა, 2 სახლი დაიტბორა

რუსეთში კაშხალი ჩამოინგრა - 15 ადამიანი დაიღუპა, 2 სახლი დაიტბორარუსეთში, კრასნოიარსკის რეგიონში, კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია კიდევ 13 ადამიანის ბედი. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად დაიტბორა 2 საერთო საცხოვრებელი. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სამუშაო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით არის აღძრული. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს 50 ერთეული ტექნიკა და ავიაციის ჩათვლით.