რუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა რაკეტის გაშვება ვერ შეძლო

რუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა რაკეტის გაშვება ვერ შეძლორუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სამხედრო წვრთნებში, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას ვერ შეძლო გაეშვა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ინფორმაციას „როიტერსი“, „ვედომოსტი“ და სხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა კ-44 რიაზანმა, რომელიც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდია, 17 ოქტომბერს ოხოტსკის ზღვიდან ორი რ-29რ ბალისტიკური რაკეტის გაშვება სცადა, თუმცა მხოლოდ ერთი გაისროლა.

სამხედრო წვრთნები სახელწოდებით, „Thunder 2019“- რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში მიმდინარეობდა, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული ძალების ბირთვული კონფლიქტებისთვის მზაობის შეწავლას ისახავდა მიზნად.

იპნ