სადიო მანე: ”მინდა კარიერა ლივერპულში დავასრულო”

სადიო მანე: ”მინდა კარიერა ლივერპულში დავასრულო”ლივერპულის სენეგალელმა ფორვარდმა სადიო მანემ განაცხადა რომ მას სურს კარიერა ლივერპულში დაასრულოს, რადგან ამ გუნდში ძალიან ბედნიერია. მანეს თქმით ლივერპული ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია:

”ლივერპულში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა რომ ამ გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. შესაძლოა კარიერა აქ დავასრულო, თუმცა ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მინდა რომ ფეხბურთისგან სიამოვნება კიდევ დიდხანს მივიღო. ლივერპული ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ჩვენ ამას მოედანზე ვამტკიცებთ”.