ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია.
იპნ

