თბილისის ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი გადადგა – ის შსს-ს დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

თბილისის ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი გადადგა - ის შსს-ს დეპარტამენტს უხელმძღვანელებსთბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბაგრატიონი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.

კახა კალაძემ მუნიციპალური სამსახურის ყოფილ უფროსს მადლობა გადაუხადა.

„თქვენ იცით, რომ შარშან განვახორციელოთ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მთლიანად მოხდა სამსახურის რებრენდინგი, გაიზარდა მისი ფუნქციები, დავამატეთ თანამშრომლები. დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, აქტიური, ეფექტური მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ უბანში შეიმჩნევა.

ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ბაგრატიონს, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის. ის ტოვებს თანამდებობას თავისი გადაწყვეტილებით. მიდის სხვა სამსახურში, რასაც ცოტა მოგვიანებით გავიგებთ. გულწრფელად მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ამ ორი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. დარწმუნებული ვარ, სადაც გიორგი მიდის, იქაც წარმატებული იქნება. მომავალ საქმიანობაში მინდა წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ბაგრატიონი საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ის ერთ-ერთ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

ბაგრატიონის წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას დროებით, ბაგრატიონის მოადგილე მამუკა ჯაყელი შეასრულებს.

იპნ