“ვინმემ ზუსტად დაითვალა შეფარდება, რამდენს ხარჯავდა “ქველმოქმედებაში” ბიძინე შევარდნაძის, სააკაშვილის და ქოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში? არადა, საინტერესო იქნებოდა. უხეში დაანგარიშებით, ეს შეფარდება დაახლოებით ასე გამოიყურება:
1) 10 – შევარდნაძის დროს
2) 100 – სააკაშვილის დროს
3) 1 – საკუთარი პოლიტიკური ძალის ზეობის პერიოდში
აღარაფერს ვამბობ მასზედ, რომ ამ “ქველმოქმედების” წყალობით მან ერთ ლარად და სიმბოლურ ფასებად დაისაკუთრა თბილისის ცენტრის დიდი ნაწილი (გმირთა მოედანზე და მის შემოგარენში, სოლოლაკში, ბოტანიკურ ბაღში, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის პროსპექტზე, მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ა.შ.), იდგა კანონზე მაღლა და სარგებლობდა სრული ხელშეუხებლობით. ასევე, ამ “ქველმოქმედებას” იყენებდა სამომავლოდ პოლიტიკური დივიდენდების დასაგროვებლად და 50-ჯერ მაინც ექნება ხალხისთვის ეს ყველაფერი წამოყვედრებული…
მაგრამ მთავარი, რა გამოდის: მისი “ქველმოქმედების” ძირითადი მოტივატორი და მამოძრავებელი იყო მიხეილ სააკაშვილი, არა? – წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.