უნაი ემერი: ”შეფილდთან წაგებას არ ვიმსახურებდით”

უნაი ემერი: ”შეფილდთან წაგებას არ ვიმსახურებდით”არსენალის მთავარმა მწვრთნელმა ჯნაი ემერიმ შეფილდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. ემერის აზრით ერთ-ერთ ეპიზოდში ვარს არსენალის სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა:

”ვფიქრობ ვარი სწორედ იმისთვის არსებობს რომ ასეთ ეპიზოდებში სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს და მან დღეს ეს არ გააკეთა. ცუდად არ გვითამაშია და წაგებას არ ვიმსახურებდით”. შეფილდმა არსენალი საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია რომ მესუტ ოზილი უკვე მეოთხე მატჩია განაცხადს მიღმა დარჩა.