ავარია ახალციხესთან – 2 კაცი დაიღუპა, 1 დაშავდა

ავარია ახალციხესთან - 2 კაცი დაიღუპა, 1 დაშავდადღეს ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაშავდა.

დაშავებული, 24 წლის კაცი თბილისში გადაიყვანეს.

„დაშავებულს ხერხემალი აქვს დაზიანებული და თბილისში გავწერეთ“, – უთხრეს სამხრეთის კარიბჭეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.