დედა სიდონია – „ყველას მხნეობა მისცეს უფალმა, ჩვენს პატრიარქსაც და მეუფე პეტრესაც, ჩემთვის თანაბარი ტკივილია ორივე იერარქი“

დედა სიდონია - „ყველას მხნეობა მისცეს უფალმა, ჩვენს პატრიარქსაც და მეუფე პეტრესაც, ჩემთვის თანაბარი ტკივილია ორივე იერარქი“”მე მიყვარს უფალი იესო ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი!
მე მიყვარს ადამიანები, გზააბნეულნიც.
მინდა ყველა გონს მოვეგოთ, გავერთიანდეთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც არსებითია და ღვთივსათნო!
– მშიერთა დაპურება, უძლურთა შეწევნა, მწუხარეთა – ნუგეშინისცემა!
ამ ფორიაქში მთავარი დაგვავიწყდა ყველას, ახლა ვიღაცას შია, ვიღაც იყინება, ვიღაც ტირის.
მიინავლა ადამიანობა, კაცთომყვარება!” – წერს დედა სიდონია სოციალურ ქსელში.
სასულიერო პირი აღნიშნული პოსტის კომენტარებში წერს, რომ დღეს საზოგადოების რეაქცია რეფლექსია იყო. ხვალ, ზეგ კი უფრო მძიმე იქნება

“დღეს საზოგადოების რეაქცია იყო – რეფლექსია. ხვალ, ზეგ უფრო მძიმე იქნება. ხოლო, როცა სულიერად უკიდურესად გაგვიჭირდება – ისევ მოვძებნით ქრისტეს. ნუ შევშინდებით. ყველას მხნეობა მისცეს უფალმა, ჩვენს პატრიარქსაც და მეუფე პეტრესაც. ჩემთვის თანაბარი ტკივილია ორივე იერარქი, ორივე უფლის გზაზე მდგარი” – წერს დედა სიდონია სოციალურ ქსელში.