მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლი შეასრულა, ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.
გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ტიტულის მისაღებად ისეთ მსახიობებთან ერთად იბრძოლებს, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, ჯინ დუარდინი და სხვები.
გუშინ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან გელბახიანი საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს.
ნიუპოსტი