ახალი დეტალები ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე – ვინ არის ყავარჯნიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიცია ეძებს

ახალი დეტალები ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე - ვინ არის ყავარჯნიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიცია ეძებსსაქართველოს პირველი პრეზიდენტის, ცოტნე გმსახურდიაზე გუშინ განხორციელებული თავდასხმა ამ დრომდე გაუხსნელია. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, პოლიციამ გალის ქუიდან, სადაც გამსახურდიას თავს დაესნენ, ვიდეო-სათვალთვალო კამერები ამოიღო და სპეციალისტები სწორედ ამ წუთებში ახდენენ კადრებში ასახული პირების იდენთიფიცირებას.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიძლება იყოს მამაკაცი, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდებოდა და რომელიც სავარაუდოდ აღნიშნულ კადრებში ფიგურირებს. ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია სწორედ ამ მამაკაცს ეძებს.

ადგილობრივების თქმით, მათ გუშინ საღამოს კამეთის და ჩხუბის ხმა გაიგეს. გალის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილზე რამდენიმე მამაკაცი ჩხუბობდა, აქიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ გამსახურდიას რამდენიმე პირი გაუსწორდა და მძიმე ჭრილობებიც სწორედ რამდენიმე ადამიანმა მიაყენა.

რაც შეეხება გამსახურდიას, მას ურთულესი, მრავალსაათიანი ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში უკვე ჩაუტარდა. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პაციენტს ქირურგიული ჩარევა კიდევ დასჭირდეს.

ზვიად გამსახურდიას ვაჟი მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება