აშშ-ს ხელისუფლება გახარიას წინააღმდეგ – “თქვენი მთავრობის საქციელი თავზარდამცემია”

აშშ-ს ხელისუფლება გახარიას წინააღმდეგ - "თქვენი მთავრობის საქციელი თავზარდამცემია"ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების ადამ კინზინგერი და გერი კონოლი წერილში წერენ, რომლის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.

წერილში, რომელიც 13 დეკემბრით არის დათარიღებული, კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ.

ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა – და ჰოსპიტალიზებულიც იქნა – გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია.

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ახლახანს გამოამჟღავნა თავისი მხარდაჭერა საქართველოსადმი „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ (H.R. 598) მიღებით, რომელიც აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტ მხარდაჭერას, ასევე, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, და ადასტურებს რეგიონში შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყოფნას. ახლა საქართველოს ხელისუფლების ჯერია, მიჰყვეს თავის ვალდებულებებს საქართველოს ხალხის წინაშე. ველით თქვენთან ერთად მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ის, რომ საქართველოს დემოკრატია მომავალ წლებში მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდეს“, – აღნიშნულია წერილში.