ავთანდილ ცქვიტინიძე – “წელს პირველად გარდამეცვალა ოჯახის წევრი”

ავთანდილ ცქვიტინიძე - "წელს პირველად გარდამეცვალა ოჯახის წევრი"ცისფერი, თეთრი, შავი, ბორდოსფერი, ყავისფერი, აგურისფერი, მჭახე ლურჯია მოდაში, გვეუბნება ავთანდილი. დიზაინერის თქმით, ერთი ტონალობის სამოსი წელს განსაკუთრებით მოდურია.

ავთანდილ ცქვიტინიძე: – ერთი ტონალობაა მოდაში, ანუ მთლიანად „ბეჟი“, ცისფერი, თეთრი, შავი ნაცრისფერი. მაგალითად, ცისფერი პერანგი ცისფერ შარვალზე და პიჯაკზე, მაგრამ სხვადასხვა ფაქტურა და გრადაციით.

– როგორი იყო შენთვის ეს წელი?

– მძიმედ დაიწყო წელი… მქონდა დიდი ტკივილი. შარშან ამ დროს ცუდად გახდა მამა და 3 იანვარს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მას ვიზუალურად და ენაკვიმატობით ვგავარ. პირველად გარდამეცვალა ოჯახის წევრი და ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ვმუშაობ მომავალი გაზაფხული-ზაფხულის მილანის კოლექციაზე. 8 იანვარს ახალ ფაბრიკაში გადავდივართ და ვემზადებით.

პრაიმ ტაიმი