ბორის ჯონსონმა ბრიტანელ ჯარისკაცებს საშობაო სადილი დაურიგა

ბორის ჯონსონმა ბრიტანელ ჯარისკაცებს საშობაო სადილი დაურიგადიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ესტონეთში ტაპას სამხედრო ბაზაზე ნატო-ს მისიის ფარგლებში მყოფი ბრიტანელი სამხედროები მოინახულა და მათ საშობაო სადილი დაურიგა.

ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის ნატო-სადმი ერთგულებას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ რუსეთ-ესტონეთის საზღვრის დაცვა ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მალე ჩვენს ქვეყანაში ყველა შობას ოჯახის წევრებთან ერთად იზეიმებს, თქვენ კი აქ შორსა და ცივ ადგილას იქნებით. ის, რასაც თქვენ აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას შეუძლია მშვიდად და უსაფრთხოდ იზეიმოს შობა“, -განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

სამხედრო ბაზის მონახულების შემდეგ, ბორის ჯონსონი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს იური რატასს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთში ბრიტანული სამხედრო ბატალიონი, სადაც 800-ზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება 2017 წლიდანაა განთავსებული.

იპნ