ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილიაშვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც მერვედფინალური წყვილები გამოვლინდა. ცენტრალური დაპირისპირება უდაოდ რეალის და მანჩესტერ სიტის შეხვედრა იქნება, ასევე ძალიან საინტერესოა ჩელსი-ბაიერნის წყვილიც. მთლიანად მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ”

 

რეალი-მანჩესტერ სიტი          ჩელსი-ბაიერნი

ნაპოლი-ბარსელონა                  ატლეტიკო-ლივერპული

ტოტენჰემი-ლეიპციგი               ატალანტა-ვალენსია

ლიონი-იუვენტუსი                    ბორუსია-პსჟ