დეპუტატმა ერთი თვე პენსიით იცხოვრა და 8 კილო დაიკლო

დეპუტატმა ერთი თვე პენსიით იცხოვრა და 8 კილო დაიკლოლატვიელმა დეპუტატმა გატის ლიცისმა ექსპერიმენტი ჩაატარა – მოიძია ინფორმაცია, რამდენი აქვთ პენსია მის ქვეყანაში პენსიონრებს და გადაწყვიტა ეცადა, ერთი თვე ეცხოვრა მხოლოდ იმ თანხით – რამდენიც მის მოქალაქეებს პენსია აქვთ.

როგორ მერე მოყვა – სრულფასოვანი კვება ვერ მოახერხა, ბოსტნეულის და ხილის ყიდვაც ვერ შეძლო.

ერთ თვეში დეპუტატმა 8 კილო დაიკლო:

“მაგრამ, მე ამ ფულით მხოლოდ პროდუქტი ვიყიდე, პენსიონრებმა ამ ფულით გათბობის და სხვა რაღაცეების ხარჯებიც უნდა დაფარონ”.

ლიცინმა აღიარა, რომ მისი ექსპერიმენტი ჯანმრთელობისთვის კარგი არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი თვე გასტანა “პენსიით ცხოვრებამ”.

სივაისი