ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ოფიციალურად დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელი გახდა. ჰოლანდმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და უკვე იანვარში ის თავისი ახალი გუნდისთვის ეცდება გოლების გატანას. ნორვეგიელის თქმით ის ბორუსიაში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა:
”დორტმუნდში საოცარი ატმოსფეროა და აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ. ყოველთვის მინდოდა მათ სტადიონზე მეთამაშა და ოცნება ამიხდა. შევეცდები მაქსიმალურად გავამართლო იმედები”. ჰოლანდმა ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიიპყრო, სადაც 9 გოლის გატანა მოახერხა.

