ჰალკი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

ჰალკი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდესბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. მის მიმართ ინტერესს ესპანიოლი იჩენს, რომელიც ამჟამად ძალიან ცუდად ასპარეზობს და მათ გაძლიერება სჭირდებათ. ჰალკი ჩინეთში 2016 წლიდან თამაშობს და ის ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ჩინეთში გადასვლამდე ჰალკი პორტოს და ზენიტის ღირსებას იცავდა და ამ ორ გუნდშიც ლიდერი იყო. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ბრაზილიელი ფორვარდი ესპანიოლის წინადადებას, რადგან ჩინეთში ის ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებს.