იურგენ კლოპი: ”მიზანთან ახლოს ვართ”

იურგენ კლოპი: ”მიზანთან ახლოს ვართ”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლესტერის განადგურების შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო და თქვა რომ ისინი საოცრად კარგ ფეხბურთს თამაშობენ. კლოპის აზრით ლივერპული ინგლისის ჩემპიონობასთან ახლოს არის:

”ნამდვილად არ მეგონა რომ ლესტერს ასე იოლად დავამარცხებდით. განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სადაც რთული შეხვედრები გვქონდა. ჩემმა ბიჭებმა ნამდვილი საშობაო საჩუქარი გამიკეთეს. ჩემპიონობას ვუახლოვდებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა”.