ჯენარო გატუზო: ”ბარსელონა ვერ შეგვაშინებს”

ჯენარო გატუზო: ”ბარსელონა ვერ შეგვაშინებს”ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ  ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბარსელონასთან დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა რომ მის გუნდს არავისი არ ეშინია:

”ბარსელონა რა თქმა უნდა მრისხანე მეტოქეა და ჩვენ ვიცით რა რთული მატჩები გველის, მაგრამ ნაპოლის არავისი არ ეშინია. ჩვენ გვაქვს ძლიერ გუნდებთან თამაშის გამოცდილება და ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

ნაპოლი პირველ შეხვედრას იტალიაში გამართავს, ხოლო განმეორებითი მატჩი კი უკვე მარტში ბარსელონაში ჩატარდება.