კრიშტიანო რონალდუმ 2013 წლის შემდეგ ფინალური შეხვედრა პირველად წააგო. ეს იტალიის სუპერთასზე მოხდა, როდესაც იუვენტუსი ლაციოსთან 1:3 დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და ლაციოს იუვენტუსს ერთი თვის მანძილზე უკვე მეორედ მოუგო. რონალდუს მატჩის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ის ძალიან უკმაყოფილო ჩანდა და მან თავისი გრძნობები არ დამალა.
ამ წაგების შემდეგ შესაძლოა იუვენტუსის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელზეც კი იფიქროს, რადგან მაურისიო სარი ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს.

