ფილტვის პრობლემა, რომელიც ყველაზე საფრთხილო და საშიშია, ეს არის კუპირებული, როგორც მე მითხრეს და ეს ჩემთვის დამამშვიდებელია,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს მე-9 საავადმყოფოში განუცხადა, სადაც ცოტნე გამსახურდიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ლადო კახაძე კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდა და როგორც ამბობს, ტელეფონის საშუალებით ესაუბრა ექიმებს. რაც შეეხება ნეიროქირურეგების ჩარევის შესაძლო საჭიროებას, ლადო კახაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ჯერ- ჯერობით არ დასტურდება.
“იყო მძიმე მდგომარეობა, ფილტვი იყო შეკუმშული და მერე გაიშალა. დავრეკე, რამე სხვა ჩარევა ხომ არ არის საჭირო მეთქი და ჯერ არ დამიდასტურეს. ყველა ინფორმაცია უნდა მოვიპოვო, არასწორი ინფორმაცია რომ ვთქვა, ხომ უხერხული იქნება. ექიმები ამბობენ, რომ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით სტატუსი არის მიღწეული, ეს არის ჩემთვის მთავარი. დეტალებს რადგან შემსწრე არ ვარ, ვერ გეტყვით,”- განაცხადა ლადო კახაძემ.
იპნ