26 დეკემბერს ლიპეცკის ოლქში მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი.
გარდაცვლილი მგზავრები 1961 და 1969 წელს დაბადებული მამაკაცები არიან. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ლიპეცკის ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთა შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. გამოძიება ინციდენტის ორ მიზეზზე მუშაობს. ერთი ვერსიით, ავარია ამინდის გაუარესებას და ლიპყინულს უკავშირდება, მეორე მიზეზით კი – მძღოლმა მართვა დაკარგა და საჭე ვერ დაიმორჩილა.
მომხდარზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ, 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.
პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 8 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 პირი.
საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოხდება იმ მგზავრების საქართველოში გადმოყვანა, რომლებიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ და მათი ტრანსპორტირება შესაძლებელია.
უწყების ინფორმაციით, პირველივე შესაძლებლობისთანავე რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომლები გაემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებს მოინახულებენ.
“ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რ-ის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა, რომლის დროსაც ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 7 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 პირი.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მოქმედებს ცხელი ხაზი. პირველივე შესაძლებლობისთანავე რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომელები გაემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებს მოინახულებენ”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
იპნ

