ლივერპული საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ფლამენგოს დაუპირისპირდება

ლივერპული საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ფლამენგოს დაუპირისპირდებალივერპულმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მექსიკური მონტერეი დაამარცხა 2:1 და ფინალში გავიდა. აღსანიშნავია რომ ლივერპულმა გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანა.

ეს რობერტო ფირმინომ გააკეთა. ფინალში ლივერპული ბრაზილიურ ფლამენგოს დაუპირისპირდება, რომელმაც ერთი თვის წინ ლიბერტადორესის თასი მოიგო. ფინალური შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება და ლივერპული ამ წყვილის აშკარა ფავორიტად ითვლება.