“მთხოვა, რომ ჩამეყვანა, მიდიოდა რაღაც საქმეზე პაციენტთან” – რას აცხადებს პირი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ საზღვართან მიიყვანა – ვიდეო

"მთხოვა, რომ ჩამეყვანა, მიდიოდა რაღაც საქმეზე პაციენტთან" - რას აცხადებს პირი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ საზღვართან მიიყვანა - ვიდეო“ტვ პირველი” იმ პირს ესაუბრა, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ საზღვართან მიიყვანა.

ირაკლი კარტოზია ამბობს, რომ მას პაციენტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არა აქვს. მისი თქმით, თავად ექიმს მთელი გზა არაფერი უთქვამს და არავის დაკავშირებია.
“ჩავიყვანე სამთავისში, სოფელში, მარტო წავიდა დავტოვე და წამოვედი, არ ვიცი ვისთან მიდიოდა, მთხოვა, რომ ჩამეყვანა, მიდიოდა რაღაც საქმეზე პაციენტთან, გარდა ამისა მას არაფერი მოუყოლია” – ამბობს კარტროზია.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1034859600207255/