ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
„აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“,-აცხადებენ შსს-ში.

