მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში.
ილგაზის რაიონში ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა.
31 მგზავრიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია “აკ კარადენიზს” ეკუთვნის.
ავარიის შედეგად დაიღუპა თურქეთის 1 მოქალაქე.
“დაღუპულია თურქეთის 1 მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.