პირველი პრეზიდენტის შვილი კვლავ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას, სავარაუდოდ, რამდენიმე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
პირველი პრეზიდენტის შვილი კვლავ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.
“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. დინამიკაში გამოჩნდება შეიცვლება თუ არა ჩარევიც მოცულობა. არსებითი ცვლილებები არ არის. დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო” – აღნიშნა ექიმმა.