ვაკის 54-ე სკოლაში პირველკლასელებს რუსული “იოლოჩკა” ამღერეს

ვაკის 54-ე სკოლაში პირველკლასელებს რუსული "იოლოჩკა" ამღერესმამუკა კუდავამ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს ვაკეში, ჩემს მშობლიურ 54-ე ქართულ საჯარო სკოლაში, პირველი კლასის საახალწლო ზეიმი გაიხსნა რუსული სიმღერით ნაძვის ხეზე, მისამღერით “იოლაჩკა”. აცეკვეს და ამღერეს ბავშვები, რომლებმაც რუსულად სიმღერა კი არა, ენასაც კი არ სწავლობენ და შესაბამისად არც კი იცოდნენ, რას აკეთებინებდნენ.

სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო ქმედება სკოლის მხრიდან!

გაარკვიეთ დეტალები და მიიღეთ შესაბამისი ზომები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პ.ს. ზეიმის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას აქ არ ვდებ, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.”