ახალქალაქში 23 წლის გაყინული  მამაკაცი იპოვნეს

ახალქალაქში 23 წლის გაყინული  მამაკაცი იპოვნესახალქალაქის სოფლების – მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ ტყეში 23 წლის გაყინული  მამაკაცი იპოვნეს.

ახალგაზრდა მამაკაცს 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.

თანასოფლელების თქმით, ის მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი არაერთხელ უნახავთ, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისმობს.