ამირან გამყრელიძე – განგაშის თამასამ აიწია, ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზადყოფნაში

ამირან გამყრელიძე - განგაშის თამასამ აიწია, ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზადყოფნაშიგანგაშის თამასა, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გავრცელდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზადყოფნაში – ამის შესახებ განცხადება დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული.

მისივე თქმით, დღის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლოს 53 ქვეყნისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოზეც გავრცელდება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დრომდე არსებულ ყველა რეკომენდაციას საქართველო მიჰყვება.

რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულთა მონაცემებს, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსი არ ფიქსირდება.