გარი ლინეკერი: ”ჰენდერსონი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია”

გარი ლინეკერი: ”ჰენდერსონი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია”ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ გარი ლინეკერმა, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, განაცხადა რომ ჯორდან ჰენდერსონი დაუფასებელი ფეხბურთელია და მას ისე არ აფასებენ, როგორც ის ამას იმსახურებს. ლინეკერმა ეს სიტყვები ლივერპულის შეფილდთან გამარჯვების შემდეგ თქვა:

”ვუყურებ ჰენდერსონის თამაშს და ვფიქრობ რომ ის არ იღებს იმდენ ქებას, რასაც იმსახურებს. საერთოდ არ მესმის მის მიმართ კრიტიკა. დღევანდელ ლივერპულში ჰენდერსონი ერთ-ერთი საუკეთესოა და მის გარეშე ლივერპულს ძალიან გაუჭირდება”.